
ქართული ხილი და ბოსტნეული
შპს “ქართული ხილი და ბოსტნეული”-ს სამაცივრე საწყობი გაშენებულია 10782 კვ.მ-ზე. ნაგებობის მთლიანი ფართობი 4312 კვ.მ-ია. აქედან სასაწყობე ფართი 4082 კვ.მ-ია, საიდანაც 1956 კვ.მ სამაცივრე საკნებს უკავია, დანარჩენი 2126 კვ.მ, კი მშრალი საწყობებისთვისაა განკუთვნილი. სამაცივრე საწყობები აღჭურვილია უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების სამაცივრე ტექნოლოგიებით (მწარმოებელი ქვეყნები ჰოლანდია, გერმანია).
ჩვენი საწარმო ორიენტირებულია ფართო სპექტრის პროდუქციის შენახვაზე. აქ შესაძლებელია პირველადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ხანგრძლივი დროით შენახვა, გადამუშავებული სასურსათო პროდუქტების და სხვა სპეციფიკური პროდუქციის შენახვა -5 დან +15⁰C ტემპერატურამდე და ნებისმიერი საქონლის მშრალ საწყობებში შენახვა. საყინულე კამერაში -25⁰C-ზე ნებისმიერი სახის გაყინული პროდუქტის შენახვა შესაძლებელია ხანგრძლივი დროით. საწარმოში დანერგილია დაცვისა და კონტროლის უმაღლესი სტანდარტები. ჩვენთან დასაწყობებული პროდუქცია გარანტირებულად შეგიძლიათ გაიტანოთ პირვანდელი სახით.
კონტაქტი:
მის: საქართველო, თბილისი, დიდი ლილო, ისანი-სამგორის რაიონი
ტელ: 577 20 28 36
ელ-ფოსტა: GFV.LLC@gmail.com
ვებ-საიტი: coldstorage.ge