შპს “ალმარ სერვისი“ რეგულარულ საკონტეინერო ტვირთის გადაზიდვებზე ზრუნავს, ასევე პროფესიონალურ საექსპედიტორო მომსახურების უმაღლეს ხარისხზე, როგორც საიმპორტო, ასევე საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვებზე. ფირმის საკუთრებაშია საბაჟო ტერმინალი, სადაც კონტეინერების დასაწყობება ხდება. ტერმინალი 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. “ალმარ სერვისი“ ისეთ დიდ კომპანიებს ემსახურება, როგორიცაა ეისა რომელიც ნორასიის წარმომადგენელია საქართველოში, ასევე მაერსკს, კატონს, ფორმაქს ჯორჯიასა და ემესის. იგი გადაზიდვას ნებისმიერი საშუალებით ახორციელებს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ტერმინალი სარკინიგზო ქსელშიცაა ჩართული. თვიური ტვირთბრუნვა საშუალიდ 1000 კონტეინერს შეადგენს. კომპანიის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, როცა გადაზიდვები შეჩერებული იყო, მიღებული ტვირთი რამდენიმე თვის განმავლობაში უსაფრთხოდ და ხელშეუხებლად ინახებოდა, შემდეგ კი დამკვეთს სრული მოცულობით მიეწოდა.
კონტაქტი:
მის: საქართველო, ფოთი, ლარნაკას ქ. 2
ტელ: 595 10 28 28
E-mail: almarservices@outlook.com
Website: almar.ge