ports

შავი ზღვის ტერმინალი

ყულევის ტერმინალი და საზღვაო პორტი, რომელსაც ოპერირებას უწევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR), ოპერირება დაიწყო 2008 წლის 16 მაისიდან. ტერმინალის სიმძლავრე შეადგენს წელიწადში 10,000,000 ტონამდე ნახშირწყალბადისა და ნავთობქიმიური პროდუქტის გადაზიდვას.

ტერმინალი განკუთვნილია ნახშირწყალბადების და ნავთობქიმიური პროდუქტების გადაზიდვისთვის. ჩვენი მომსახურება მოიცავს რკინიგზით ნახშირწყალბადების და ნავთობქიმიური პროდუქტების მიღებას, ტანკერებში გადატანას, შენახვას, საზღვაო გემებზე და გემებიდან გადატანას.

ტერმინალი უზრუნველყოფს მაღალი დონის მომსახურებას და მუშაობს საკანონმდებლო მოთხოვნებისა და მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით. ტერმინალის ინტეგრირებული მართვის სისტემა შეესაბამება და სერთიფიცირებულია ISO9001 (ხარისხის მართვის სისტემა), ISO14001 (გარემოს მართვის სისტემა) და ISO45001 (შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის სისტემა) შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ ტერმინალში მართვის სისტემის ყველა პროცესი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.

ტერმინალის ტერიტორიაზე არსებული ყველა პროდუქტი დაზღვეულია მსოფლიოში ცნობილ პრემიუმ კლასის სადაზღვევო კომპანიებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთი, 5800, ხობის რაიონი, ყულევი

ტელ: +995 32 224 38 38

ფაქსი: +995 32 224 38 39

ელ-ფოსტა: info@bst.socar.az

www.kulevioilterminal.com