კარეკი
"აზიის განვითარების ბანკის" ერთ-ერთი უდიდესი პროგრამა - Central Asia Regional Economic Cooperation (CAREC). პროგრამაში მონაწილე ქვეყნები: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. პროგრამის შტაბ-ბინა: ფილიპინები, მანილის რეგიონული აგლომერაცია, მანდალუიონგი.
ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამა წარმოადგენს 11 ქვეყნის გაერთიანებას, რომლებიც სხვა დაინტერესებულ პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობენ დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის შემცირებასთვის. გაერთიანება ხელმძღვანელობს ყოვლისმომცველი ხედვით: “კარგი მეზობლები, კარგი პარტნიორები და კარგი პერსპექტივები“.
პროგრამა არის პრაქტიკული, შედეგზე დაფუძნებული რეგიონული პროექტებისა და პოლიტიკის ინიციატივების პროაქტიული კოორდინატორი, რაც მნიშვნელოვანია რეგიონში მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და საერთო კეთილდღეობისთვის.
2001 წელს, დაარსების დღიდან CAREC-მა მოახდინა $31,5 მილიარდზე მეტი ინვესტიციის მობილიზება, რამაც ხელი შეუწყო მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელების ჩამოყალიბებას, გაზარდა ენერგეტიკული ვაჭრობა და უსაფრთხოება, ხელი შეუწყო ხალხისა და ტვირთების თავისუფალ გადაადგილებას და საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკური დერეფნის განვითარებას.
CAREC 2030 უზრუნველყოფს ახალ, გრძელვადიან სტრატეგიულ ჩარჩოს პროგრამისთვის, რომელიც გრძელდება 2030 წლამდე. იგი ეყრდნობა ფართო მისიას: დააკავშიროს ადამიანები, პოლიტიკა და პროექტები საერთო და მდგრადი განვითარებისთვის, რაც რეგიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობის მთავარი პლატფორმა.
TRACECA.GE