silk-road

კასკა

CASCA+ მარშრუტს საფუძველი ჩაეყარა 2019 წელს ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ლიდერების შეხვედრაზე ტაშკენტში. თურქეთი პროექტს 2021 წლის დეკემბერში შეუერთდა. დასახელებაში ნიშანი "+" აღნიშნავს გაერთიანების მზაობას, მხარი დაუჭიროს ფორმატის გაფართოებას.

საერთაშორისო მულტიმოდალური სატრანზიტო პროექტის სახელწოდება "CASCA" უკავშირდება რეგიონულ სახელწოდებებს - ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია და ანატოლია (Central Asia, South Caucasus and Anatolia). აღნიშნული ინიციატივა, რომელიც გადის ორ ზღვაზე, რეალურად ემსახურება ზევით ხსენებული ქვეყნების რკინიგზების ერთობლივ მიზნებს და აყალიბებს მარშრუტის მრავალმოდალურობას.

გარდა ამისა, თურქმენეთი, როგორც წევრი ქვეყანა არ იყო ჩართული TRACECA-ს პროგრამაში, ხოლო ამ ქვეყნის CASCA პროგრამაში მონაწილეობით გაიზარდა შესაძლებლობა კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების სარტყელში ტვირთბრუნვის გაზრდისთვის.

TRACECA.GE