საკონტეინერო გადაზიდვების პროექტ “ვიკინგში” საწყის ეტაპზე მხოლოდ აღმოსავლეთ და ჩრილოეთ ევროპის ქვეყნები იყვნენ ჩართული, კერძოდ: ლიეტუვა, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი და ბულგარეთი. ტვირთებს კლაიპედას, ოდესისა და ჩერნომორსკის, (2016 წლამდე ილოჩოვსკის, მდებარეობს უკრაინაში) პორტები ემსახურებოდა. 2015-2016 წლებში მათ რიგებს საქართველო და აზერბაიჯანიც შეემატა. ამ გაფართოებამ კასპიის ზღვის აუზიდან სკანდინავიის ქვეყნებისკენ ტვირთების ტრანსპორტირების ახალი მარშრუტი გააჩინა.
ახალი სატრანპორტო მარშრუტის იდეა 1999 წელს გაჩნდა, პირველი ვიკინგ-მატარებელი 2003 წლის 6 თებერვალს გავიდა ხაზზე. ტვირთები პორტებამდე რკინიგზის საშუალებით მიდის, შემდეგ კი უკვე გემების საშუალებით ნაწილდება. კლაიპედადან ჩერნომორსკის პორტამდე 1734 კმ-ს დაფარვას მატარებელი 54 საათს ანდომებს.
ქართულმა მხარემ ბალტიისა და შავი ზღვის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვების შესახებ მრავალმხრივ ხელშეკრულებასთან მიერთების პროტოკოლს ხელი 2011 წლის 15 მარტს მოაწერა, რომელიც ძალაში 1 წლის შემდეგ შევიდა. 2015 წლის აპრილში კი საქართველო პროექტ “ვიკინგის” სრულფასოვანი წევრი გახდა.
აზიიდან ევროპის ქვეყნების მიმართულებით ტრანზიტული ტვირთების მიწოდების ზრდის პოტენციალი ნამდვილად არსებობს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო ამ პოტენციალის რეალიზაცია შეჩერებულია. მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორად გვევლინება ასევე საქართველოს საპორტო და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის არასაკმარისობაც.
ფაქტობრივად პროექტი ბალტიის ზღვას აკავშირებს შავ ზღვასთან სარკინიგზო გზით. ინტერმოდალური მატარებელი "ვიკინგი" გულისხმობს ტვირთების ეკონომიურ და სწრაფ მიწოდებას მარშრუტზე: კლაიპედა - მინსკი - ილიჩევსკი და უკან.
ვიკინგი მატარებლის მარშრუტის განვითარების ერთ-ერთი საფუძველია ვილნიუსის ინტერმოდალური ლოგისტიკის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ინტერმოდალურ მომსახურებას.
TRACECA.GE